fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

”შვილი მომიკლა, მაგრამ ის საჭესთან ისევ მთვრალი დაჯდება” – 22 წლის სტუდენტის დედა

2 წლის წინ პატრასში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. სამედიცინო ფაკულტეტის 22 წლის სტუდენტი ავტოავარიას ემსხვერპლა. მანქანას 45 წლის მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა.

საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი ახლახანს გაიმართა, სადაც გარდაცვლილი ბიჭის მშობლები მათი შვილის მკვლელს პირადად შეხვდნენ. დადგინდა, რომ შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ალკოჰოლის ზემოქმედება იყო და 45 წლის მამაკაცს 5 წელი მიუსაჯეს. 4 წელი 22 წლის ბიჭის მკვლელობისთვის, ხოლო 1 წელი თანამგზავრის დაშავების გამო. მას ასევე დაეკისრა 1,300 ევრო ჯარიმა და მართვის მოწმობა ჩამოერთვა სამი წლის ვადით.

22 წლის ნიკოს დედამ განაჩენის მოსმენისას ცრემლი ვერ შეიკავა და განაცხადა: ”ეს კარგი გადაწყვეტილებაა. ჩემი შვილი მაინც ვერ დაბრუნდება. იმედი მაქვს, რომ განაჩენი მიახვედრებს, რა საშინელება ჩაიდინა. გონს უნდა მოეგოს, რათა სხვის სისხლშიც არ გაისვაროს ხელი.

ის რამდენიმე წელში გარეთ გამოვა და მანქანას ისევ მთვრალი გაატარებს. მისი მსგავსი განმეორებითი ქცევა საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და ვეჭვობ, რომ მომავალში კიდევ მეტი მსხვერპლი ეყოლება.

მე და ჩემს ქმარს ბევრჯერ დაგვინახავს, როგორ არღვევდა საგზაო წესებს და ერთხელ სახლშიც კი გავყევი და ვკითხე, რატომ აკეთებდა ამას, ნუთუ კიდევ უნდოდა მსხვერპლი. ის თავად ორი შვილის მამაა. შემოტრიალდა და მითხრა, რომ მას ჩემი ბიჭის მოკვლა არ უნდოდა და რომ ეს შემთხვევით მოხდა. მე და ჩემი მეუღლე გვამები ვართ, რომლებიც სუნთქავენ.”

onalem

ტესტ