შვედეთი: ნეო-ნაცისტები ცნობილი ბერძენი ტელეწამყვანის, ალექსანდრა პასხალიდუს დეპორტაციას ითხოვეს

ნეო-ნაცისტები ცნობილი ბერძენი ჟურნალისტის, ალექსანდრა პასხალიდუს ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ. პასხალიდუ აქტიურად მუშაობს მიგრანტებისა და სხვა უმცირესობების საკითხებზე. ნეო-ნაცისტებმა პლაკატებიც კი დააფიქსირეს, მისი გამოსახულებით. გაითვალისწინეთ, რომ შვედეთში ნეო-ნაცისტების სამიზნეები პოლიტიკოსები და ჟურნალისტები არიან.

ცოტა ხნის წინ პასხალიდუმ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღწერდა თუ რა რასისტული დამოკიდებულება ჰქონდათ მის, როგორც ბერძენი იმიგრანტების შვილის მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ 9 წლის ასაკში.

”ღორი შავი თმით. თუ 24 საათში ქვეყანას არ დატოვებ, დაგხოცავთ შენც და შენს ოჯახსაც.” 

ეს იყო ანონიმური წერილი, რომელიც მას სახლში მაშინ მიუვიდა, როდესაც ჯერ კიდევ 9 წლის იყო.

”შვედეთში 6 წლის ასაკში ჩამოვედი, მამაჩემი ბერძენი იმიგრანტი იყო. ჩვენ ვცხოვრობდით ისეთ ადგილას, სადაც ძირითადად ლტოლვილები და იმიგრანტები იყვნენ. გავიზარდე ოჯახში, სადაც არ იყო გაზეთები და წიგნები. დედაჩემმა სახლში მოსული წერილი აიღო და პოლიციაში წავიდა. როცა დაბრუნდა გვითხრა, რომ ისინი ვერაფერს გაკეთებდნენ, ვინაიდან წერილი ანონიმური იყო.

ჩემი პრივილეგიაა, რომ შვედეთში ჟურნლისტად ვმუშაობ. ჩემი სამსახურის დაწყების პირველივე დღიდან, რაც 20 წლის წინ იყო, ისინი მეძახდნენ მეძავს, ბოშას, იმიგრანტს, ებრაელს და ა.შ.

მემუქრებოდნენ, რომ ენას და თითებს მომაჭრიდნენ, მუხლებს დამიმტვრევდნენ. თუ თავს არ მოვიკლავდი, ისინი მომკლავდნენ. მეუბნებოდნენ, რომ თუ სახლში არ წავიდოდი, თავად გამაგზავნიდნენ.

ასევე მემუქრებოდნენ ჯგუფური გაუპატიურებით. ყოველდღე ამ შეურაცხყოფაზე ფიქრით ვიძინებდი. თუმცა, მე არ ვარ ერთადერთი, მე ერთი ვარ იმ მილიონი ადამიანიდან, რომელიც შიშით ცხოვრობს, თავს დაუცველად გრძნობს და სამართლიანობის რწმენა აქვს დაკარგული.

დღეს კი ახალი მუქარებია პოლიტიკოსების მხრიდან. სიტყვები იარაღია, დემოკრატია კი არის სიტყვა, რომელიც თითოეული ჩვენგანისგან მოქმედებას მოითხოვს. სიძულვილი თავისუფლების გამოხატულება არ არის, ეს დანაშაულია. 

თუ თავისუფალი სიტყვა არის დემოკრატიის ჟანგბადი, მაშინ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მოქალაქეს შეუძლია სუნთქვა. 

ვიბრძოლოთ, ვიბრძოლოთ პლულარიზმისთვის, მრავლფეროვნების, ერთიანობის და დემოკრატიისთვის.”

melano

ტესტ