fbpx
ტერორიზმი

შოტლანდიის აგენტები საბერძნეთში ეძებენ პირებს, რომელთაც მანჩესტერის ტერაქტთან შესაძლო კავშირი აქვთ

შოტლანდიის აგენტები ამოწმებენ ლტოლვილთა და მიგრანტთა ბანაკებსა და შეხვედრის ადგილებს საბერძნეთში, ვინაიდან აქ შესაძლოა იყვნენ პირები, რომელთაც პოცენტიური კავშირი აქვთ 23 წლის ტერორისტ, სალმან აბედისთან. მის მიერ ორგანიზებულ ტერაქტს უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყო 8 წლის ბერძენი გოგონაც.

ყოველდღიური გაზეთის ”Parapolitica”-ს მიხედვით, შოტლანდიელი აგენტები მიკროსკოპის ქვეშ მოქმედებენ და ეძებენ ტერორისტებს, რომლებიც როგორც ჩანს, საბერძნეთის ტერიტორიაზე არიან და მჭიდრო კავშირი აქვთ ისლამურ სახელმწიფოსთან.

ბრიტანეთი არ გამორიცხავდა, რომ მანჩესტერის შემდეგ ტერორისტული თავდასხმები საბერძნეთშიც მოხდებოდა.

გაურკვეველია, ესტუმრნენ თუ არა აგენტები საბერძნეთს. შესაძლოა ისინი სხვა გზით, დისტანციურად აწარმოებენ გამოძიებას.

ფოტოზე აღბეჭდილია 23 წლის ტერორისტი. ის ატარებს სათვალეს, კეპს და დუტის ჟილეტს. ხელში ბომბის დეტონატორი უჭირავს.

აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 120 დაშავდა.

აბედი კამერამ მაშინ დააფიქსირა, როდესაც არენადან ქალაქის მოედანზე ადიოდა.

onalem

ტესტ