fbpx
საბერძნეთი

შოკისმომგვრელი ინციდენტი ლამიაში: გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

ლამიას გზატკეცილზე გუშინ საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე, სერიოზული ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა. ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლამიას გზაზე მომავალი მოტოციკლი მანქანას მაშინ შეეჯახა, როდესაც ის საპირისპირო მხრიდან უხვევდა. მან ავარიის თავიდან აცილება სცადა, თუმცა, დრო ძალიან ცოტა ჰქონდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების და პოლიციის ბრიგადები სწრაფად გაჩნდნენ და ორივე მძღოლი ლამაის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, უკვე ძალიან გვიან იყო. ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლი 27 წლის სამხედრო პირი იყო, რომელსაც მოტოციკლი ცოტა ხნის ნაყიდი ჰქონდა.

onalem

ტესტ