fbpx
საზოგადოება

შოკისმომგვრელი ინციდენტი კრეტაზე: ორსული ქალი გაუჩინარებულია, მისმა პარტნიორმა თავი მოიკლა

გავრცელებული ინფორმაციით, კრეტაზე 37 წლის უცხოელი ქალი 2 მაისის შემდეგ იძებნება. მას ბერძენ მამაკაცთან 7 წლის მანძილზე ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც საკუთრი სახლის სარდაფში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ქალი ბულგარეთის მოქალაქეა. ის რეთიმნოდან ოთხშაბათს გაუჩინარდა.

კრეტაზე ის ცხოვრობდა და რესტორანში მუშაობდა.

გაუჩინარებამდე ქალმა დედას და მეგობრებს ტელეფონით შეატყობინა, რომ პარტნიორთან ერთად ლანჩზე აპირებდა წასვლას.

მისი მეგობრების თქმით, 45 წლის მამაკაცი დაოჯახებული იყო და ბავშვის ყოლა არ უნდოდა. ის ქალის გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ასევე ცნობილია, რომ როცა მეგობრებმა მამაკაცს ქალის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ ის გერმანიაში წავიდა.

პოლიცია გამოძიებას აწარმოებს, მოწმდება ყველანაირი ავიარეისი, რომლითაც ქალს შეიძლებოდა ესარგებლა, თუკი მან მართლაც დატოვა ქვეყანა.

ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

onalem

ტესტ