შოკი როდოპში: გაუჩიარებული 63 წლის ბრიტანელი ქალის გვამი დანაწევრებული იპოვეს

ხუთშაბათს შუადღეს მან თავის ნათესავებს ლონდონში დაურეკა და უთხრა, რომ დახმარებოდნენ, რადგან ძაღლმა უკბინა.

ბრიტანელი ტურისტი, რომელიც ხუთშაბათიდან დაკარგულად იყო გამოცხადებული და ეძებდნენ, დღეს დილას გარდაცვლილი იპოვეს.

მისი ძებნის ოპერაცია დღეს გამთენიისას განახლდა და პოლიციამ საქმეში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი ჩართო, ვინაიდან ქალს ვერ პოულობდნენ.

საბოლოოდ, როგორც ტელეკომპანია ERT იტყობინება, ქალის გვამი დანაწევრებული ოპოვეს.

სანახაობამ ყველაზე გამოცდილი გამომძიებლები და მაშველებიც კი შოკში ჩააგდო, 64 წლის ქალის სხეული ცხოველების მიერ იყო შეჭმული და დაგლეჯილი.

გვამი ექსპერტიზისთვის კომოტინის საავადმყოფოში გადაიტანეს.