fbpx
მსოფლიოსაბერძნეთი

შოკი: გერმანელმა მწარმოებელმა საკუთარ პროდუქტზე გამოსახულ ბერძნულ ეკლესიებს ჯვრები მოაშორა

”გერმანული ოკუპაცია”  საბერძნეთში გრძელდება. მხოლოდ, ამჯერად საქმე რელიგიურ შევიწროვებასთან გვაქვს.

შოკისმომგვრელი სიახლე უკვე გავრცელდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამაზე ყველა მედია საშუალება საუბრობს. კეროდ, გერმანელმა მწარმოებელმა გადაწყვიტა, რომ პროდუქტის შეფუთვაზე გამოსახული ბერძნული ეკლესიებისთვის ჯვრები და სამრეკლო მოეშორებინა. ეს ფაქტი ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღმოაჩინა და მედიას შეატყობინა.

კომპანია, სახელად ”Eridanous”, რომელიც აწარმოებს იოგურტს, ყველს, არაქისს და ა.შ. რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში იყიდება, წარწერით ”აუთენტური (ნამდვილი) ბერძნული ნაწარმი.” პროდუქციის შეფუთვაზე გამოსახულია ბერძნული კუნძული სანტორინი, თავისი მართლმადიდებლური ეკლესიის გვირგვინებით.

მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანმა დეტალმა, დიდი აიოტაჟი გამოიწვია. როგორც ფოტოზე ხედავთ, წარმოდგენილია ეკლესიები ჯვრისა და სამრეკლოს გარეშე.

მედია დაუკავშირდა კომპანიის ხელმძღვანელობას და ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა. მათ კი უპასუხეს:

”კომპანიის პოლიტიკაა ნებისმიერი რელიგიული სიმბოლოების თავიდან აცილება და არა მომხმარებლის განაწყენება. ჩვენ პატივს ვცემთ საზოგადოებას, რომლებიც სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობისაა. ამ სახით კი პროდუქტი ყველასთვის მისაღებია. დიზაინი სწორედ ამით აიხსნება.”

თუმცა, გერმანელთა პასუხი შეიძლება გაგებულ იქნეს, ერთი მხრივ ისე, როგორც თავად ამბობენ, ხოლო მეორე მხრივ, დაცინვად, ვინაიდან, მათ შეეძლოთ აერჩიათ საბერძნეთის სრულიად სხვა ფონი, რომელზეც რელიგიური სიმბოლოები არ არის გამოსახული.

onalem

ტესტ