fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

შოკი 22 წლის სტელას ოჯახისთვის: “ჩვენ მას ათენში ველოდებოდით”

გუშინ 22 წლის გოგონა ტრაგიკულად გარდაიცვალა კაფეში, სადაც ის მუშაობდა. ინციდენტი კრეტაზე, ამფისაში მოხდა. სტელა ათენში, ოჯახთან უნდა გამგზავრებულიყო, მას ორი უმცროსი და და ბებია ელოდა.

თუმცა, მისი ბედი სხვანაირად წარიმართა. გოგონას ოჯახისთვის ტკივილი ენით აღუწერელია. ისინი ვერ იჯერებენ, რომ სტელა მათთან აღარ არის.

სტელა მუშაობდა, როდესაც უეცრად უგონოდ დაეცა. როგორც ამბობენ, არავინ იცოდა იმის შესახებ, აწუხებდა თუ არა 22 წლის გოგონას რაიმე. ხანიას მოსახლეობა სტელას უეცარი გარდაცვალებით შოკშია.

ის ათენში დაიბადა და მუდმივად იქ ცხოვრობდა, თუმცა, წარმოშობით კრეტადან იყო.

კვირას, დაახლოებით 18:30 საათზე, როდესაც ის სამსახურში იმყოფებოდა, სისუსტე იგრძნო, დაეცა და იქვე გარდაიცვალა.

კაფეში მყოფი ხალხი და მისი თანამშრომლები პანიკამ მოიცვა, მის დასახმარებლად მივიდნენ და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, უკვე გარდაცვლილი იყო.

სიკვდილის ზუსტ მიზეზს აუტოფსიის პროცედურის შემდეგ  დაადგენენ.

onalem

ტესტ