fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოხუცი მანქანებს შორის

ფოტომ, რომელიც ახლახანს გავრცელდა, საზოგადოება შეძრა. მოხუცი ქალი სრულებით მარტო ცდილობდა გზის გადაკვეთას, თუმცა, ასფალტზე აღმოჩნდა. ის ინვალიდის ეტლში იჯდა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი გზაზე გადასვლას ცდილობდა, თუმცა, ამაში ხელი გაჩერებულმა მანქანებმა შეუშალეს. მან ბალანსი დაკარგა და ეტლიდან გადმოვარდა. ასეთ მდგომარეობაში ის რამდენიმე ხანი იყო.

მოხუცი არ დაშავებულა, თუმცა, ადგილზე მაინც მობილიზდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ქალმა, მას შემდეგ, რაც ეტლში დააბრუნეს, ითხოვა მისი ფოტო გაევრცელებინათ, რათა ყველას ენახა სამარცხვინობა.

აღსანიშნავია მძღოლების გულგრილობა, რომლებიც არასათანადო ყურადღებას უთმობენ იმას, თუ სად აჩერებენ მანქანებს და უშლიათ თუ არა ხელს შშმ პირებს გადაადგილებაში.

onalem

ტესტ