fbpx
საზოგადოება

შეხედულება გეი აღლუმზე: ციპრასი საკუთარ თავს ადამიანის უფლებების მთავარ დამცველს უწოდებს

გეი აღლუმამდე რამდენიმე დღით ადრე, რომელიც საბერძეთში 10 ივნისს იმართება, ალექსის ციპრასმა ლგბტ-ჟურნალს “Аntivirus magazine” დეტალური ინტერვიუ მისცა, სადაც ის საკუთარ თავს ქვეყანაში ადამიანის უფლებების პირველ დამცველს უწოდებს. ის ამბობს, რომ შესაძლოა მისი განცხადება მკვეხარა ადამიანის სიტყვას ჰგავდეს, თუმცა ის იცავს ყველა ადამიანის უფლებას: ახალგაზრდა დედების, უმუშევარი ადამიანების, ტრანსსექსუალების, პენსიონერების, ლტოლვილების და ა.შ.

პრემიერი აღნიშნავს: ”თუ ჩვენ აღარ შეგვრცხვება იმის, ვინც ვართ და ვიქნებით რეალურები, ჩვენი საზოგადოება უფრო ნამდვილი და ბევრად უკეთესი გახდება. ადამიანის უფლებები ეს ფუფუნება არ არის.”

საინტერესოა, რომ საფრანგეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმაც მისცა მსგავს ჟურნალს ინტერვიუ და მისი ყდაც დაამშვენა. მაკრონიც სექსუალური უმცირესობების ერთგვარ დამცველად მოგვევლინა. თუმცა, თქვენ განსაჯეთ, ვინ უფრო კარგად გამოიყურება ჟურნალის გარეკანზე.

ამ ინტერვიუს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ამბობენ, რომ საბერძნეთის პრემიერისა და მთავრობის უფრო რცხვენიათ, ვიდრე ჰომოსექსუალიზმის. თუმცა, საბოლოო ჯამში ალექსის ციპრასი ნეგატიურად არ განწყობილა და ის, როგორც ჩანს, გეების რიგებში იქნება, მხარდამჭერის სახით.

onalem

ტესტ