fbpx
კრიმინალისაზოგადოება

შეტაკება ბერძნებსა და ალბანელებს შორის – დაშავებულია 6 ადამიანი

6 ადამიანი დაშავდა ღამით გერაკასში, ბერძნებსა და ალბანელებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს. როგორც ჩანს, მოწინააღმდგეები ერთმანეთს 35 წლის კონსტანტინოს კაციფას გამო “შეხვდნენ”, რომელიც გუშინ ალბანეთში მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძალადობრივი დაპირისპირება ბერძნებსა და ალბენელებს შორის, ღამით, 02:30 საათზე მოხდა, დომოკუსა და გერაკას ქუჩების გადაკვეთაზე.

ჯამში, დაშავდა 6 ადამიანი. მათგან 3 სისმანოლის, ხოლო დანარჩენი 3 – წითელი ჯვრის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ერთ-ერთი ბერძენის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, რადგან იგი კისერშია დაჭრილი ტყვიით. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, დაშავებულთა უმეტესობას ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული.

შეტაკების ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. პოლიცია განიხილავს შესაძლებლობას, რომ “შეხვედრა” 35 წლის კონსტანტინოს კაციფას მკვლელობის გამო შედგა.

თუმცა, ამის გარდა, არის ვარაუდი, რომ დაპირისპირება ფინანსური ან ნარკოტიკებთან დაკავშირებული საკითხის გამო მომხდარიყო.

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინოს კაციფას მკვლელობის შემდეგ, ინტერნეტში მუქარის მსგავსმა მოწოდებებმა გაიჟღერა. ასევე, გუშინ ღამით, ათენში, ალბანეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.

onalem

ტესტ