fbpx
კრიმინალი

“შენ ჩვენი გმირი ხარ” – შეძახილები მამის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ

დღეს კუნძულ ზაკინთოზე 26 წლის მამაკაცის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც ბრალად საკუთარი მამის მკვლელობა ედება. მას მეგობრები და ნათესავები ამხნევებდნენ და გმირს უწოდებდნენ. რატომ?!

მკვლელობა გასულ კვირას მოხდა. 70 წლის მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული იპოვეს. მას იარაღისგან გარეგანი დაზიანებებიც ჰქონდა მიღებული, სახეზე, მკერდსა და ხელებზე.

26 წლის ბრალდებულის განცხადებით, მან მკვლელობა იმიტომ ჩაიდინა, რომ სურდა თავისი არასრულწლოვანი ძმები ძალადობისგან ეხსნა. გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლის მამაკაცი ბავშვებს ფიზიკურად 9 წლის მანძილზე უსწორდებოდა.

ახალგაზრდა ამბობს, რომ ამით მხოლოდ მათი ტანჯვის დასრულება სურდა.

გარდა მისი ჩვენებებისა, კომპეტენტური ორგანოები და შესაბამისი სამსახურები აცხადებენ, რომ მამაკაცის მიერ გამოვლენილი ძალადობრივი ქმედებების შესახებ ანონიმური ინფორმაცია მათთან ხშირად მიდიოდა. ეს ხდებოდა 2009 წლის შემდეგ, თუმცა, არავინ არაფერს აკეთებდა და საბოლოოდ, ასეთი შედეგი დადგა.

2009 წელს ერთი ბავშვი 2 წლის, ხოლო მეორე მხოლოდ 6 თვის იყო. სწორედ ამ დროიდან იტანდნენ ისინი ახლა უკვე გარდაცვლილი მამაკაცისგან ძალადობას.

26 წლის ახალგაზრდის მხარდასაჭერად სასამართლოს შენობასთან მისი ნათესავები და მეგობრები მივიდნენ:
“შენ ჩვენი გმირი ხარ, შენს გვერდით ვართ, იცოდე, რომ შენთან ვართ,” ეს არის სიტყვები, რომლითაც განაჩენის მოლოდინში მყოფ, მამის მკვლელობაში ბრალდებულს ამხნევებდნენ.

onalem

ტესტ