fbpx
კატეგორიის გარეშე

შემთხვევა როდოსზე: სკოლის მასწავლებელმა საკუთარი მოსწავლე დააფეხმძიმა

კუნძულ როდოსის მოსახლეობა შეძრა მშობლების საჩივარმა, რომლის მიხედვითაც, მასწავლებელს, სავარაუდოდ, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა საკუთარ მოსწავლესთან და გოგონა დაფეხმძიმდა.

შემთხვევის შესახებ მას შემდეგ გახმაურდა, რაც ორივე მხარე სასამართლოში ერთმანეთს დაუპირისპირდა და რამდენჯერმე პოლიციის განყოფილებაში იყვნენ მისულები.

გოგონას მშობლები ირწმუნებიან, რომ 43 წლის მამაკაცმა, რომლის წინააღმდეგაც სარჩელი შეიტანეს, ინტიმური ურთიერთობა დაამყარა გოგონასთან, როდესაც ის სკოლაში სწავლობდა და იმ პერიოდში დაორსულდა, ხოლო შემდეგ მას აბორტის გაკეთება მოუწია.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეს მასწავლებელთან ურთიერთობა არ გაუგრძელებია, ის სახლიდანაც წავიდა და მშობლებს მხოლოდ მესიჯების საშუალებით ეკონტაქტებოდა, ხოლო მოგვიანებით ასე კონტაქტიც გაწყვიტა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 18 წლის გოგონას მშობლები და მასწავლებელი დღეს შემთხვევით ქუჩაში შეხვდნენ ერთმანეთს და შელაპარაკება პოლიციის განყოფილებაში მისვლით დასრულდა.

როგორც ცნობილია, გოგონა 24 საათის მანძილზე სახლში იმყოფება და ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ადამიანებთან არ ურთიერთობს.

 

onalem

ტესტ