fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

შემოსავლების უთანასწორობა საბერძნეთში: რამდენი ადამიანია სიღარიბის ზღვარზე?

მთელი საბერძნეთის მასშტაბით ჩატარდა კვლევა: “სიღარიბე და შემოსავლების უთანასწორობა ქვეყანაში.”

კერძოდ, კვლევამ აჩვენა, რომ ის 700, 000 ადამიანი, რომელიც კრისიზამდე საშუალო კლასს მიეკუთვნებოდა, კრიზისის პერიოდში სიღარიბის ზღვარზე აღმოჩნდა. ეს კი ძირითადად შემოსავლებით უთანასწორობას უკავშირდება. საბერძნეთში შემოსავლების უთანასწორობა შემცირებული მხოლოდ 1980 წლამდე იყო.

2009 წლიდან კი შემოსავლების უთანასწორობა საგრძნობლად გაიზარდა და მდიდარი სოციალური კლასის წარმომადგენლები მნიშვნელოვნად დაშორდნენ სიღარიბის ზღვარს მყოფ მოსახლეობას.

მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს პროპორციებს 2007 წლიდან 2016 წლამდე. სიღარიბის რისკი გაზრდილია 8%-ით, რაც ნიშნავს, რომ საშუალო კლასის წარმომადგენლებმა (700, 000 ადამიანი) ღარიბი მოსახლეობის სტატუსი მიიღეს.

აღნიშნული კვლევით ასევე დადასტურდა, რომ სიღარიბის რისკის ქვეშ არიან ადამიანები ძირითადად 55 წელს ზემოთ. ასევე, მაღალია სიღარიბის ზღვარზე მყოფი ბავშვების რაოდენობა და იმ ადამიანთა რიცხვიც კი, რომელთაც აქვთ მუშაობის უნარი.

გაღარიბების რისკის ქვეშ არიან ახალგაზრდები 16-24 წლამდე. კვლევის ძირითადი შედეგების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ კრიზისმა მოსახლეობაში, ფაქტობრივად, გამორიცხა საშუალო ფენა და დარჩა მხოლოდ ორი, მდიდარი და ღარიბი ფენა.

onalem

ტესტ