fbpx
საზოგადოება

“შემოდგომა” შუა ზაფხულში: საბერძნეთში ამინდი უარესდება

მთელი ქვეყნის მასშტაბით ცუდი ამინდი ხუთშაბათამდე გასტანს. მოსალოდნელია წვიმა, ქარი და ზოგიერთ რეგიონში სეტყვაც კი.

კერძოდ, კვირის მანძილზე ამინდი განსაკუთრებით გაუარესდება იონიის კუნძულებზე, ეპირუსში, ცენტრალურ და დასავლეთ სტერეაში, პელოპონისოსა და თესალიაში. ასევე, დასავლეთ მაკედონიაში, ცენტრალურ მაკედონიაში (პიერიასა და იმათიაში), საღამოს საათებიდან აღმოსავლეთ სტერეაში.

სამშაბათიდან იწვიმებს ცენტრალურ საბერძნეთში, ატიკის რეგიონში, სპორადესში, ევიაში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე,

ოთხშაბათსაც იგივე ვითარება შენარჩუნდება, ხოლო ხუთშაბათი გაუარესებული ამინდის ბოლო დღე იქნება და ძირითადად იწვიმებს: მაკედონიაში, თრაკიში, ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზე, ეპირუსში, დასავლეთ პელოპონისოში, იონიის კუნძულებზე და შესაძლოა თესალიაში.

ათენსა და თესალონიკში მოსალოდნელია პერიოდული წვიმები სამშაბათიდან ხუთშაბათამდე.

ტემპერატურა, როგორც ცნობილია, დაიკლებს 7-8 გრადუსით.

onalem

ტესტ