fbpx
საზოგადოება

“შეიძლება კუნძულებზე წასვლა არ შეგვიძლია, მაგრამ ეს არ გვჭირდება” – ბერძნული ოჯახი, 12 შვილით

ბერძნული ოჯახები არ გამოირჩევიან მრავალშვილიანობით, ყოველ შემთხვევაში ფრთხილობენ და წინასწარ გეგმავენ თავიანთ მომავალს. კრიზისის პერიოდში კიდევ უფრო იკლო ოჯახების შექმნის ტენდენციამ და შობადობამ, თუმცა, თესალონიკში ცხოვრობს ოჯახი, რომელსაც 12 შვილი ჰყავს.

ზახარია და დიმიტრა ველციოსები თესალონიკში, კერძოდ, ორეოკასტროში ცხოვრობენ. დიმიტრა ახლა მე-12 შვილს ელოდება.

წყვილი ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია. მათთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჯანმრთელობა და ის, რომ აქვთ შრომის უნარი, რათა შვილები ყოველდღიური საჭიროებებით უზრუნველყონ.

ხაზარია მახლობელ მუნიციპალიტეტში დასუფთავების სამსახურში მუშაობს და ამბობს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ის ბედნიერია, რომ მის შვილებს საკვები და გათბობა აქვთ.

“შეიძლება ჩვენ კუნძულებზე წასვლა არ შეგვიძლია, მაგრამ ეს ნამდვილად არ გვჭირდება.”

მათი უფროსი შვილი, ეფთიმია, 17 წლის არის, ხოლო ყველაზე უმცროსი, მანოლი, მხოლოდ 2-ის.

ოჯახი იხსენებს უცნობ მამაკაცს, რომელმაც მათ მოძღვარს მისცა კონვერტი, 11, 000 ევროთი და უთხრა, რომ თანხა უნდა მიეცა ოჯახისთვის, რომელსაც სჭირდებოდა დიდი მანქანა, რათა თითოეული წევრი ჩატეულიყო.

მათ არ იციან, ვინ გააკეთა ეს სიკეთე, მაგრამ ამას არასოდეს დაივიწყებენ.

დიმიტრა ყოველდღიურად 3 კილოგრამ კარტოფილს და ქათამს ამზადებს. ბავშვებს ყოველდღიურად 6 ლიტრი რძე და 5 პური სჭირდებათ.

მომდევნო თვეებში ოჯახი გამოწვევის წინაშე დგება  – მათ კიდევ ერთი წევრი შეემატებათ.

onalem

ტესტ