ძარცვა თესალონიკის საავადმყოფოში: დაკავებულები არიან პონტიელები

ცნობილი გახდა ძარცვის შესახებ, რომელიც თესალონიკის იპოკრატიოს საავადმყოფოში შუა ღამით მოხდა. დაკავებულები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან არიან.

ქალაქის პოლიციამ ასევე დააპატიმრა საავადმყოფოს ბუფეტის თანამშრომელი, რომელმაც განაცხადა, რომ სამმა პირმა გაძარცვა. თუმცა, რეალურად ყველაფერი დადგმული იყო.

ამრიგად, დაკავებულები არიან პონტიელები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან (მათი ასაკია 22, 30 და 33 წელი) და ერთი ბერძენი, 29 წლის.

საჩივრის მიხედვით, სამი პირი საავადმყოფოს ბუფეტში შეიჭრა და დანის მუქარით, თანამშრომლისგან ჩეკებს ითხოვდა, რომელზეც 2, 000 ევრო იყო ასახული.

ამავე წყროს მიხედვით, ამ ყველაფრის შემდეგ ისინი მანქანით გაიქცნენ.

პოლიციამ საქმე გახსნა და დააკავა არა მხოლოდ უშუალო ქურდები, არამედ მათი ხელმშემწყობიც, რომელიც ძარცვის შესახებ ჩიოდა. თანხა კანონიერ მფლობელს დაუბუნდა.

melano

ტესტ