fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

შეიარაღებული ძარცვა პალეო ფალიროში: შეტაკება ქურდებსა და მეპატრონეს შორის

გამთენიისას პალეო ფალიროში მდებარე ერთ-ერთ 24 საათიან მაღაზიაში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა. როგორც აღმოჩნდა, ერთი მათგანი 34 წლის საბერძნეთის მოქალაქეა, ხოლო მეორე დამნაშავის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

თუმცა, ეს არ ყოფილა ქურდობა, რომელიც მძარცველების გამარჯვებით დასრულდა. ისინი მაღაზიის მეპატრონისა და სხვა მოქალაქეების ალყაში აღმოჩნდნენ. თავდაპირველად ორივე შენიღბული პირი მაღაზიაში შეიჭრა. ისინი ფულს ითხოვდნენ, რა დროსაც მაღაზიის გამყიდველს იარაღი სახეში ჩაარტყეს.

რას ჰყვება მაღაზიის მეპატრონე:

”გარეთ გამოვედი, რათა მოტოციკლით წავსულიყავი. სწორედ ამ დროს ჩემს წინ ორი უცნობი გამოჩნდა. ერთ-ერთს ხელში კალაშნიკოვის ტიპის იარაღი ეჭირა და ყვიროდა, რომ ეს ძარცვა იყო. ის გამყიდველთან მივიდა და ფული მოითხოვა. მას კი მუქარა ხუმრობა ეგონა და ფულს არ აძლევდა, ამიტომ სახეში იარაღი ჩაარტყეს. ამ დროს მაღაზიაში შევედი, გამყიდველი მათ ინსტინქტურად თავს დაესხა, შემდეგ კი გაქცევა სცადეს. მე იარაღის გამორთმევას ვცდილობდი, რადგან არ ვიცოდი ნამდვილი იყო თუ არა ის. ამ შეხლა-შემოხლაში კი ერთმა დამნაშავემ 8-ჯერ გაისროლა. მე შევძელი იარაღი წამერთმია მისთვის. ერთი დამნაშავე გაიქცა, ხოლო მეორეს დაჭერა გამვლელების დახმარებით შევძელით.”

ორივე მათგანი, მაღაზიის თანამშრომელი და 34 წლის ქურდი, ევანგელიზმოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

დამნაშავის სისხლი მაღაზიის შესასვლელში

კალაშნიკოვის ტიპის იარაღიდან ნასროლი ტყვიების კვალი


onalem

ტესტ