fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

შეფმა მატიში, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ვიდეო ატვირთა

აღმოსავლეთ ატიკაში ხანძრის მსხვერპლთა შორის მზარეული პანაიოტის კოკინიდისიც იყო, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. მათ ვერ შეძლეს ცეცხლისგან თავის დაღწევა და გარდაცვლილები იპოვეს.

პანაიოტის კოკინიდის პოსტი FACEBOOK- ზე , წინასწარმეტყველური ჩანს, რადგან დაიწერა ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში, მაშინ,როცა ცეცხლს თვალს შორიდან ადევნებდა:

“თუ სასწაული არ მოხდება, ბევრი ადამიანი დაიხოცება.”

 

შემდეგ მან ვიდეოც კი ატვირთა იმ ტერიტორიიდან.

https://www.facebook.com/pkokkinidis/videos/10216640578354939/

მწუხარება, პანაღიოტის კოკინიდისა და მისი ოჯახის გარდაცვალების გამო, საბერძნეთის შეფთა კლუბმა გამოთქვა, რომელმაც Facebook ზე დაწერა:

“სიტყვებით ვერ აღვწერთ ჩვენს მწუხარებას და ტკივილს ჩვენი წევრის, პანაიოტის კოკინიდისა და მისი ოჯახის (მისი მეუღლე, დედა და ორი მცირეწლოვანი შვილის) უსამართლო დანაკარგის გამო. ბევრია უსამართლოდ დაღუპული ადამიანი, ბევრია ხალხი, რომელმაც დაკარგა საკუთარი სახლები და ქონება ამ მცირე დროში … მაგრამ ჩვენ ვგლოვობთ ჩვენს პანაიოტისა და მის ოჯახს. მშვენიერი ადამიანი, ეთიკური ღირებულებებით, დიდი პროფესიონალი და უპირველეს ყოვლისა ოჯახის კაცი. ყველა ჩვენგანისთვის, ვინც მასთან ერთად ცხოვრობდა, ყველასთვის, ვინც შევხვდით მას, მისი სიკეთე, რომელსაც თვალებით ამჟღავნებდა, დაუვიწყარი იქნება. ნათელში იყოს შენი სული პანაგიოტი … რაც მთავარია ოჯახთან ერთად ხარ… “

 

onalem

ტესტ