fbpx
საზოგადოება

სექსუალური ძალადობის შემდეგ 5 წელი გავიდა…მირტო დაბადების დღეს სახლში ზეიმობს

5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კუნძულ პაროსზე პაკისტანელმა მირტოს ქვა ჩაარტყა, რათა მასზე სექსუალურად ეძალადა.

მან დაბადების დღე უკვე სახლში იზეიმა.

მირტოს დედამ ინტერვიუ ცნობილ ბერძნულ გაზეთს prothothema.gr-ს მისცა და მის ათენში დაბრუნებაზე ისაუბრა.

”ძალიან გვინდოდა, ათენში დავბრუნებულიყავით. უფრო იმიტომ, რომ მირტოს ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეიცვალოს. ვფიქრობ, რომ დროა ადამიანებთან კონტაქტში შევიდეს, მათთან, ვინც მასთან ერთად გაიზარდა, ასევე ახლობლებთან და ნათესავებთან. მირტოს დას ძალიან უხარია, რომ უკვე ათენში ვართ, რადგან მასთან მეტ დროს გაატარებს. მირტოს ოთახი სავსეა მისი საყვარელი ნივთებითა და საჩუქრებით, რომლებიც სარეაბილიტაციო ცენტრ ANIMUS-ში მყოფმა სხვა ოჯახებმა გვაჩუქეს და არ მინდა დავმალო, რომ ისინი უკვე მოგვენატრა.

მირტოს ეტყობა, რომ მასაც ძალიან უხარია ათენში გადმოსვლა. გასულ კვირას, მის დაბადების დღეზე, ცრემლი მოადგა, როცა დაინახა, თუ რამდენი ადამიანი მოვიდა. ჩვენი ოჯახის წევრები, მისი ძველი კლასელები და მეგობრები. მას ყველა მონატრებული ჰყავდა და ერთად ვიზეიმეთ მისი იუბილე. ვხედავ, რომ ის შეიცვალა, ეს მეც დიდ ძალას მაძლევს და პოზიტიურად განმაწყობს.

მირტო თერაპიას ყოველდღე გადის. ცდილობს, რომ პრობლემები დაძლიოს. ჯერ ადრეა ვთქვა, რომ დიდი განსხვავება გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ნელნელა ყველაფერი იქნება.

მისი თერაპიული პროგრამა ძალიან დატვირთულია. ყოველდღე სხვადასხვა თერაპევტთან გვიწევს სიარული, იმიტომ, რომ საუკეთესო მინდა ჩემი შვილისთვის. ANIMUS-იდან წამოსვლა ჩემი არჩევანი იყო, რადგან მინდოდა მირტო თავის მეგობრებთან ყოფილიყო. 5 წელი საკმარისი იყო იქ ყოფნა და ვფიქრობ, სახლის სივრცე ჯობს იმ გარემოს, რომელიც საავადმყოფოს ჰგავს. ANIMUS საუკეთესოა, თუმცა, იქ ბევრი ადამიანია და ექიმებს ყველასთვის საკმარისი დრო არ აქვთ. ერთი თვეა რაც ათენში ვართ… აქ ყველაფერი გამწვანებულია, მშვიდი გარემო და სახლი კარგია ჩემი შვილისთვის. მგონია, რომ პრობლემებს ერთად დავძლევთ,” ამბობს მირტოს დედა.

onalem

ტესტ