fbpx
საბერძნეთი

სეისმური ბიძგები რამდენიმე საათის წინ ათენში

დღეს, 12:30 საათზე მომხდარი მიწისძვრის გამო, სეისმური ბიძგები ათენშიც კი იგრძნობოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნეა მაკრიში იყო, რომელიც მატისა და მარათონას შორის მდებარეობს.

მიწისძვრის ძალა 2,9 ბალს შეადგენდა, თუმცა, ის გაცილებით ძლიერად იგრძნობოდა, რადგან მისი სიღრმე სულ რაღაც 2, 7 კილომეტრი იყო. ჩვეულებრივ მიწისძვრის ეპიცენტრები დიდ სიღრმეებზე მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ ნეა მაკრი, სადაც მიწისძვრა მოხდა, ათენიდან 26 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

 

onalem

ტესტ