fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაბერძნეთი

სეისმოლოგები: ”საბერძნეთის კუნძულებზე რყევები ივლისის ბოლომდე იქნება”

ბოლო დროს საბერძნეთში, განსაკუთრებით კი, კუნძულ კოსზე მომხდარმა მიწისძვრამ, ადამიანთა სიცოცხლე იმსხვერპლა და უამრავი შენობის ნგრევა გამოიწვია.

სეისმოლოგების ინფორმაციით, პარასკევს ღამიდან დილამდე კუნძულების კოსის, როდოსის და ლეროსის ტერიტორიებზე 200-ზე მეტი ბიძგი დაფიქსირდა. პირველი და ყველაზე ძლიერი 6,4 ბალი, ხოლო ყველაზე სუსტი 4 ბალი სიძლიერის.

ექსპერტების თანახმად, კოსზე მომხდარი მიწისძვრა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ლესვოსზე მომხდარი მიწისძვრისგან. ორივე მათგანის სიღრმე 10-15 კილომეტრი იყო და მათი ეპიცენტრი მეზობელ ქვეყანასთან ძალიან ახლოს, საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე მდებარეობდა.

შემაშფოთებელია, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ სეისმოლოგები იტყობინებიან, რომ ივლისის ბოლომდე აღნიშნულ რეგიონში კიდევ ბევრი ბიძგია მოსალოდნელი. კუნძულ კოსზე იმყოფებიან ინჟინრები, სეისმოლოგები, მყვინთავები, არქიტექტორები, რათა შეისწავლონ და შეაფასონ ზარალი და განსაზღვრონ გეგმა რეაბილიტაციისთვის.

onalem

ტესტ