fbpx
კრიმინალი

”სეიფის ბანდის” წევრების დაკავების მიუხედავად, ქურდობები გრძელდება

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფის თითქმის ყველა წევრი (15 მათგანი) გაშიფრა, რომლებიც ბინებს, სეიფებს და ოფისებს ძარცვავდნენ, ქურდობები მაინც გრძელდება.

ამჯერად მათი მსხვერპლი პირეოსში მდებარე მუნიციპალური კომპანია გახდა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.

კერძოდ, კომპანიის ოფისში, რომელიც Ακτή Μουτσοπούλου-ის შენობაში მდებარეობს, უცნობი პირი შევიდა, სეიფი გატეხა და 25,000 ევრო წაიღო. შედეგი კომპანიის თანამშრომლებმა დილას აღმოაჩინეს, როდესაც გახსნილი სეიფი შენიშნეს.

ცნობილია, რომ ეს მესამე ქურდობაა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ბანდის წევრები დააკავა.

15 დაკავებულიდან, მხოლოდ ერთი გაათავისუფლეს, გირაოს სანაცვლოდ. ასევე თავისუფალია დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი.

onalem

ტესტ