fbpx
საზოგადოება

საზაფხულო ფასდაკლებები საბერძნეთში რამდენიმე დღეში!

რამდენიმე დღეში საბერძნეთში საზაფხულო ფასდაკლებები დაიწყება.

კერძოდ, როგორც თესალონიკის მოვაჭრეთა ასოციაცია იუწყება, ფასდაკლებები 9 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტომდე გასტანს.

ცნობილია, რომ საქონლის ფასი მაღაზიებში 60%-ით მაინც შემცირდება და ფასდაკლება იქნება როგორც ძველ, ასევე ახალ კოლექციებზე.

ასოციაციის განცხადებით, მაღაზიებს მოეთხოვებათ მიუთითონ ძველი ფასი, რათა გარკვეული იყოს, თუ საიდან ხდება ფასდაკლება. ამასთანავე, მითითებული იყოს ბერძნულის გარდა, სხვა, ინტერნაციონალურ ენაზეც (ინგლისური).

გაცნობებთ, რომ მაღაზიები კვირას, 15 ივლისს, ღია იქნება.

onalem

ტესტ