fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

საბერძნეთის მთავრობა 300,000 ოჯახს ქირას გადაუხდის – ვის რა თანხა ეკუთვნის?!

ქირის გადასახადში სახელმწიფო სუბსიდიის საკითხი საბოლოო ეტაპზეა. შემოსავლების კრიტერიუმი ახალი გადაწყვეტილების მიხედვით განისაზღვრება, რომელშიც ყველაზე მცირე მონაცემიც მნიშვნელოვნად და გადამწყვეტად ჩაითვლება.

უფრო კონკრეტულად, სუბსიდიის შესახებ ცნობილია შემდეგი ინფორმაცია:

  • ყოველთვიური დახმარების თანხა 70-დან 210 ევრომდე განისაზღვრა
  • დახმარება გამოყოფილია 300,000 ოჯახზე (რომელიც ქირით ცხოვრობს ან იჯარით აქვს სახლი აღებული)
  • მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენს შემოსავლები და ქონება
  • ერთწევრიანი ოჯახი, თვეში, მაქსიმუმ 70 ევროს მიიღებს
  • ოჯახი, სადაც 2 ზრდასრული წევრია – 105 ევრო/თვეში
  • 3 წევრიანი ოჯახი ან ოჯახი, სადაც 1 მშობელი და 1 არასრულწლოვანია: 140 ევრო/თვეში
  • 4 წევრიანი ოჯახი ან ოჯახი, სადაც 1 მშობელი და 2 არასრულწლოვანია: 175 ევრო/თვეში
  • 4 წევრიანი ოჯახი ან ოჯახი, სადაც 1 მშობელი და 3 არასრულწლოვანია: 210 ევრო/თვეში

ERT-თან საუბრისას, სოციალური სოლიდარობის მინისტრის მოადგილემ, თეანო ფოტიუმ განაცხადა, რომ სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, სახელმწიფო 300,000 ოჯახს გადაუხდის ქირას და აქვე დასძინა, რომ განცხადების წარდგენა ელექტრონული გზით იქნება შესაძლებელი.

“ფინანსური სივრცე, რომელშიც ეს პროექტი დამტკიცდა, ამ დროისთვის 1 მილიარდი დოლარია, რომელსაც უახლოეს დღეებში ვიხილავთ “ევროგრაფში”. რაც შეეხება ქირის გადახდის გაფართოებულ პროგრამას, რომელიც მომავალში იგეგმება, ოჯახები 70-დან 200 ევრომდე დახმარებას მიიღებენ, პრემიერ-მინისტრის დაპირების თანახმად. შემოსავლის კრიტერიუმები განისაზღვრება მინისტერიალის ახალი გადაწყვეტილებით, რომელიც ყურადღებას როგორც არასრულწლოვნებზე, ასევე ოჯახის ზრდასრულ წევრებზე გაამახვილებს.

onalem

ტესტ