fbpx
საბერძნეთი

სახანძრო თვითმფრინავის კატასტროფა საბერძნეთში – ოპერაცია პილოტების საპოვნელად და კადრები დაცემის ადგილიდან

საბერძნეთში არსებული ვითარება უცხოური მედიის აქტიური განხილვის თემაა. გარდა იმისა, რომ ქვეყანაში გამანადგურებელი ხანძრები მძვინვარებს, დღეს ჩამოვარდა თვითმფრინავიც, რომელიც ამ ხანძრებიდან ერთ-ერთს ებრძოდა.

ვიდეო-დოკუმენტით დასტურდება, რომ ხომალდის ფრთა ხეს შეეჯახა და შემდეგ, რამდენიმე წამში ხევში ჩავარდა.

მედია ავრცელებს კადრებს იმ კონკრეტული ადგილიდან, სადაც თვითმფრინავი დაეცა და ფაქტია, თუ რა სიმძიმის ინციდენტთან გვაქვს საქმე.  ამ დროისთვის მიმდინარებს სამაშველო ოპერაცია, რათა გაირკვეს ორი პილოტის ბედი.

უცხოური მედია წერს, რომ საბერძნეთი “ჯოჯოხეთურ” პერიოდს გადის.

იხილეთ კადრები:

onalem

ტესტ