სავალუტო პუნქტმა მოთხოვნის შემთხვევაში გაცვლილი თანხა უკან უნდა დააბრუნოს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებს ახალი რეგულაცია დაუდგინა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ბრძანება ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს პირველი მარტიდან ავალდებულებს ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნით და ვალუტის გაცვლის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, გააუქმოს აღნიშნული ოპერაცია და დააბრუნოს გაცვლილი თანხა.

გარდა ამისა, აღნიშნული წესით მკაცრდება სარეგისტრაციო მოთხოვნები შესაფერისობის კრიტერიუმებისა და საოპერაციო ფართის მოწყობის კუთხით.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში სულ 1132 ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს ვალუტის გაცვლის ლიცენზია.