fbpx
საბერძნეთი

საუკეთესო ბერძნული პლაჟები ვარდისფერი ქვიშითა და ფირუზისფერი წყლით

სამოგზაურო ჟურნალმა  Conde Nast Traveler-მა პასუხი გასცა კითხვას, რომელიც საბერძნეთთან დაკავშირებით ხშირად ჩნდება.

ულამაზესი სანაპიროები საბერძნეთის თითქმის ყველა ნაწილში მოიძებნება, თუმცა, წარმოგიდგენთ საუკეთესოთა შორის საუკეთესო პლაჟების სიას, რომლებმაც ჟურნალის ყურადღება დაიმსახურა.

კიკლადები

მილოსი

ნაქსოსი

იონიის კუნძულები

დამსვენებელთათვის ყველაზე სასურველი კუნძულები იონიის ზღვაშია. მათ სიმწვანე იზიდავთ, რაც კუნძულების ბუნებრივი ხიბლია.

ზაკინთო

ანტიპაქსოსი

სპორადის კუნძლები

კუნძულების ეს ჯგუფიც თავისი ბუნებრივი სილამაზით გამოირჩევა და ამიტომაც მოხვდა ის საუკეთესოთა შორის. მთავარი მათ შორის სკიატოსია, რომელზეც აეროპორტიც ფუნქციონირებს. ასევე საუკეთესო პლაჟებია სკოპელოსაა და ალონისოსზე, რომლებსაც მყივნთავები მუდმივად სტუმრობენ. რაც შეეხება სკიროს, ამ კუნძულზე ფაქტობრივად ხელშეუხებელი სანაპიროებია.

პეფკოსსა და კალამისტაზე ფირუზისფერი წყლითა და ოქროსფერი ქვიშით ისიამოვნებთ.

ალონისოსი

სკოპელოსი

კრეტა

მიუხედავად იმისა, რომ კუნძულის უმეტესი ტერიტორია სასტუმროებითა და მოწყობილი პლაჟებით არის გადატვირთული, კრეტა საკმარისად დიდია იმისთვის, რომ ყველას ასიამოვნოს. ყველაზე მშვენიერი ველური სანაპირო აქ ლიბიის ზღვაშია, აგია ფოტინისა და აგია გალინის შორის. ნუდისტები და იოგის მიმდევრები ამ ადგილს ხშირად ირჩევენ. თუმცა, განსაკუთრებულია ბალოსის სანაპირო, რომელზეც ღია ვარფისფერი ქვიშა და კრიალა წყალია, როგორ ელაფონისში, კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ნაკრძალში.

onalem

ტესტ