fbpx
კრიმინალი

სატელეფონო ჯიხურში მიტოვებული ახალშობილი

კუნძულ როდოსზე, ლეფკის რაიონში კვირას დილით ახალშობილი სატელეფონო ჯიხურში აღმოაჩინეს.

პოლიციამ მაშინვე დაიწყო გამოძიება, რათა დაედგინათ, თუ ვინ იყო ბავშვის დედა.

გამვლელებს ჯიხურიდან ბავშვის ტირილის ხმა მოესმათ და ძალიან შეშინდნენ, როდესაც სრულიად ახალი დაბადებული ბავშვი ნახეს, რომელსაც ჭიპლარიც კი არ ჰქონდა მოჭრილი. მათ დაუყოვნებლივ გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო დახმარება.

საბედნიეროდ, ახლომახლოს იყო ცნობილი გინეკოლოგი, რომელმაც ახალშობილს ჭიპლარი მოაჭრა და პირველადი სამედიცინო დახმარებაც აღმოუჩინა, ვიდრე დასახმარებლად მოვიდოდნენ.

onalem

ტესტ