საშიში მწერები და გველები საბერძნეთში

საბერძნეთში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ზღვის საშიშ ბინადრებზე, თუმცა, ამჯერად ქვეყანას საფრთხე ხმელეთზე მცხოვრები სახეობებისგან შეექმნა.

ზოგადად, საბერძნეთი მშვიდი და უსაფრთხო ქვეყანაა, მაგალითად, აფრიკისგან და ავსტრალიისგან განსხვავებით. აქ თითქმის არ არსებობენ მტაცებლები, ხოლო თუ არსებობენ, ისინი მიუვალ და დაუსახლებელ ადგილებში ცხოვრობენ. შხამიანი გველები და ობობები კი ძალიან შვითად მოიძებნება.

მკითხველს ვთავაზობთ სიას, თუ რისი უნდა გვეშინოდეს დღეს საბერძნეთში:

”შავი ქვრივი”

ეს, ალბათ, საბერძნეთში ერთადერთი სახიფათო ობობაა. მწერი მაღალი ადაპტური თვისებებით ხასიათდება და ადამიანს თავს მაშინ ესხმიან, როდესაც თავის დაცვას ცდილობენ.
მისი ნაკბენი შეუმჩნეველია და შესაძლოა ვერც იგრძნოთ, მაგრამ 10 წუთის შემდეგ მთელ სხეულში საშინელ ტკივილს იწვევს. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

კოღოები და ფუტკარი

როგორც ჩანს, საბერძნეთი ზაფხულში ბევრი სხვადასხვა სახეობის კოღოსთვის თავშესაფარი ხდება. არსებობს ბევრი მოსაზება ტურისტებს შორის, რომ მათი ნაკბენი მალარიას იწვევს, მაგრამ თუ არ ჩავთვლით მსუბუქ ფიზიოლოგიურ დისკომფორტს, ისინი სერიოზულ საფრთხეს არ შეიცავენ.

ბევრად უფრო მეტი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ფუტკარმა, სახელწოდებით ვოსფსი. ის ძალიან ხშირია აგვისტოდან ოქტომბრამდე. ამ ფუტკრების საყვარელი ადგილი მაგიდებია, ძირითადად ეტანებიან წყლით სავსე ჭურჭელს.

მორიელები და გველები

მიჩნეულია, რომ საბერძნეთში სულ 25 სახეობის გველი ცხოვრობს. უმეტესი მათგანი ადამიანებს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ თუ საფრთხე თავად იგრძნეს, შესაძლოა უკბინონ. ყველაზე შხამიანი გველი ქვეყანაში შავი გველგესლაა. თუმცა, მისი შხამი ყოველთვის ისეთი ძლიერი არ არის, რომ სიკვდილი გამოიწვიოს. სიმპტომები ასეთია: ცხელება, ღებინება და თავის ტკივილი.

მორიელის ქუჩებში დანახვა ადამიანს მხოლოდ ღამით შეუძლია, ეს კი გარკვეულწილად ამცირებს საფრთხის რისკს. ფრთხილად ის ადამიანები უნდა იყვნენ, რომლებსაც მთაში სიარული და კემპინგი იტაცებთ. უმჯობესია, ფეხსაცმელზე ყოველთვს წინდა ატაროთ. თუ მორიელმა გიკბინათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

melano

ტესტ