საშინელი ტრაგედია სკოლის ღონისძიებაზე: მსხვერპლი 5 წლის ბიჭია

ენით აღუწერელი ტრაგედია ევიაში, სოფელ არგირო დისტიონში მდებარე ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში მოხდა.

lamiareport.gr-ის მიხედვით, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ცეკვის კულტურულ ღონისძიებაზე, რომელიც სოფლის დაწყებით სკოლაში იყო დაგეგმილი, ბავშვი ბებიასთან ერთად მივიდა. დაახლოებთ 23:00 საათზე ის სკოლის აივნიდან გადმოვარდა და ეზოში დაეცა.

5 წლის ბიჭისთვის დაცემა საბედისწერო აღმჩნდა. როგორც ცნობილია, მან თავი, მუცელი და მკერდი დაიზიანა. როდესაც ის ალივერის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, ჯერ კიდევ გონზე იყო, ხოლო შემდეგ ხალკიდას საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, ის გარდაიცვალა.

5 წლის ბიჭის ტრაგიკულმა სიკვდილმა შოკში ჩააგდო არა მხოლოდ სოფლის, არამედ მთელი ევიას მოსახლეობა. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება.