fbpx
საზოგადოება

ტრაგედია პატრასში: დედის მკლავებში გარდაცვლილი 3 თვის ჩვილი

ტრაგედია პატრასში, კარამანდანიოს ბავშვთა საავადმყოში დატრიალდა, , სადაც 3 თვის ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს.

საავადმყოფოს დირექტორის თქმით, რომელმაც protothema.gr-სთან ისაუბრა, ჩვილის დედა საავადმყოფოში იმყოფებოდა, რათა თავისი მეორე, 6 წლის შვილისთვის მოევლო, რომელიც იქ სამკურნალოდ იწვა. დილით დედამ გაიღვიძა და საკუთარ მკლავებში, 3 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა.

ახალშობილის გარდაცვალების ერთ-ერთ ვარაუდად სახელდება ის, რომ ღამით დედამ, ძილის დროს, გაუცნობიერებლად შემოხვია ხელები ბავშვს და ჰაერის მიწოდება შეუზღუდა, რამაც ასფიქსია გამოიწვია.

პოლიციის განცხადებით, ამ საქმეს შესამაბისი ექსპერტიზა და გამოკვლევები მოჰფენენ ნათელს.

onalem

ტესტ