fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაბერძნეთი

საშინელი მიწისძვრის შემდეგ კუნძული კოსი ნელნელა ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება

საბერძნეთის მთავრობის ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ კუნძულ კოსზე სიტუაცია კონტროლირებადია და საფრთხეები აღარ არსებობს.

ცხოვრება ნელნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება და გასულ თვეს კუნძულ ლესვოსზე მომხდარ მიწისძვრასთან შედარებით, კოსზე ნაკლები ზარალია.

სამთავრობო დელეგაცია კუნძულზე რამდენიმე საათის შემდეგ ჩავიდა. იქ იყვნენ სამოქალაქო დაცვის მინისტრი ნიკოს ტოსკასი და სხვა მაღალჩინოსნები.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი სახლების პრობლემა არ არსებობს, ვინაიდან არც ადგილობრივ მაცხოვრებელთა ბინები და არც ტურისტული ადგილები და სასტუმროები არ დაზიანებულა.

”სიტუაცია კონტროლირებადია,” განაცხადა ტოსკასმა. ”ჩვენ ვიკვლევთ ზიანს, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ზიანი შევაფასოთ და ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ხალხის დახმარება. კუნძულზე პანიკა აღარ არის და ყველა ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება.”

დილიდან ინჟინრები შენობებს მთელი კუნძულის მასშტაბით ამოწმებენ.

არსებული ინფორმაციით, სერიოზული ზიანი მხოლოდ ძალიან ძველ შენობებს აღენიშნებათ, ხოლო სასტუმროები და თანამედროვე ნაგებობები სრულიად უვნებელია.

გეოლოგი და პროფესორი ეფთიმიოს ლეკასი ამბობს, რომ კოსი უახლოეს მომავალში მცირე ბიძგებს უნდა ელოდოს, რადგან ეს ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ჩვეულებრივი და ბუნებრივი მოვლენაა, ამიტომ ისინი ამისთვის მზად უნდა იყვნენ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთი სიძლიერის მიწისძვრისთვის, არსებული ზიანი საკმაოდ მცირე იყო, რადგან სხვა შემთხვევებში 6,4 ბალიანი მიწისძვრები სერიოზულ ნგრევას იწვევს.

onalem

ტესტ