fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ლამია: საშინელი ავტოავარიის შედეგად 20 წლის ბიჭი სერიოზულად დაშავდა

საშინელი ინციდენტი კვირას საღამოს მეღალი ვრისის გზაზე, ლამიიდან მცირე მანძილის დაშორებით მოხდა.

40 წლის პოლონელი მძღოლი, რომელიც ათენში სატვირთოთი მოდიოდა, დაიკარგა და სტილიდოს ქუჩაზე გადაუხვია.

როცა მიხვდა, რომ ეს არასწორი გზა იყო, ის შეჩერდა და დაბრუნება სცადა. სამწუხაროდ, მან ვერ დაინახა, რომ სწორედ ამ დროს, ლამიისკენ მიმავალ გზაზე მოტოციკლი მიდიოდა და მას გზა გადაუჭრა.

20 წლის მძღოლმა სცადა შეჯახებისთვის თავი აერიდებინ, თუმცა, ვერ შეძლო და საბოლოოდ მოტოციკლი სატვირთოს ბორბლებში იპოვეს. ბიჭი კი გზის ნაპირას ხეებში გადავარდა.

პირველადი ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდას სერიოზული დაზიანებები და მოტეხილობები აღენიშნება. ის ჩაფხუტს არ ატარებდა, გამომდინარე აქედან, გზაზე თავიც დაარტყა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობა დიდი ხნით შეჩერდა. ლამიის საგზაო პოლიციის დეპარტამენტი შემთხვევის გარემოებებს იძიებს.

onalem

ტესტ