fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საშინელი ავარია კრეტაზე: მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

შაბათს კუნძულ კრეტაზე, ირაკლიო-ხერსონისოსის გზაზე, კერძოდ აპოსელემის ხიდზე საშინელი ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს 40 ტურისტით სავსე ავტობუსი და შედარებით მცირე ზომის მანქანა შეეჯახა.

შედეგად, პატარა მანქანის მძღოლი გარდაიცვალა. ავტობუსმა, რომელშიც 40 ტურისტი იჯდა, კურსს გადაუხვია და ხიდიდან გადავიდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილი დაახლოებით 40-45 წლის მამაკაცია, დანარჩენი სამი დაშავებული კი უცხოელი ტურისტია, ავტობუსიდან.

თუ რა ვითარებაში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, წინასწარი გამოძიებით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით, უკონტროლოდ მოძრაობდა. ის ასევე დაეჯახა იქვე მიმავალ სხვა მცირე ზომის მანქანას.

როგორც ჩანს, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ძლიერი შეჯახების გამო, ასევე გონება დაკარგა ავტობუსის მძღოლმა.

იხილეთ ფოტოები შემთხვევის ადგილიდან:

onalem

ტესტ