fbpx
საზოგადოება

საშემოდგომო ფასდაკლებები საბერძნეთში – როდის?!

1 ნოემბრიდან საშემოდგომო ფასდაკლებები იწყება, რომელიც 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

აქციის ფარგლებში, 4 ნოემბერს, კვირა დღეს, მაღაზიები იმუშავებენ. ისინი, ამ დღეს, დილის 11 საათზე გაიხსნება და საღამოს 18:00 საათამდე იქნება ღია.

თესალონიკის სავაჭრო პალატამ (ETH) განაცხადა, რომ ფასდაკლებების აქციაში ჩართვა მაღაზიებისთვის ნებაყოფლობითია და არა სავალდებულო.

ფასდაკლება, რომელიც 1-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, საშუალებას მისცემს მომხმარებელს დაბალ ფასად შეიძინოს სასურველი ნივთები, ხოლო მაღაზიები ამით სავაჭრო ბრუნვის გაზრდას იმედოვნებენ.

ფასდაკლების განმავლობაში, მაღაზიებს ევალებათ, რომ გასაყიდ პროდუქციაზე ძველი და ახალი ფასი მიუთითონ.

onalem

ტესტ