fbpx
მსოფლიო

სასახლე, რომლის დალაგებაზეც კონკურსია გამოცხადებული – დამლაგებლებზე 51 მილიონი რუბლი გაიცემა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურ რამზან კადიროვის სამუშაო რეზიდენციის დალაგებისთვის ბიუჯეტიდან 51,1 მილიონი რუბლი გამოიყოფა.

სასახლის სტილში აგებული რეზიდენცია 64 ათას კვ. მ ფართობს მოიცავს და პეტერბურგის ზამთრის სასახლეზე დიდია.

ამის თაობაზე ნათქვამია აუქციონის დოკუმენტაციაში, რომელიც ჩეჩნეთის მთავრობისა და მეთაურის საკითხთა სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მიერაა გამოქვეყნებული.

სასახლის სტილში აგებული რეზიდენცია 64 ათას კვ. მ ფართობს მოიცავს და ის პეტერბურგის ზამთრის სასახლეზე უფრო დიდია. სასახლის ირგვლივ 26 ჰექტარზე გადაჭიმული პარკის მოვლაზე მიმდინარე წლის ზაფხულში დაახლოებით 34 მლნ რუბლი იყო გამოყოფილი.

თავად სასახლის მშენებლობასა და მოწყობაზე, როგორც Новая газета წერდა, 2012 წლისთვის 10 მლრდ რუბლი იყო დახარჯული.

აღსანიშნავია, რომ ჩეჩნეთი შედის რუსეთის რეგიონების იმ ხუთეულში, რომლებიც ყველაზე მეტ თანხებს იღებენ ფედერალური ბიუჯეტიდან. РБК-ს ინფორმაციით, 2007 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში რესპუბლიკას რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან სუბსიდიების, სუბვენციებისა და დოტაციების სახით 539 მლრდ რუბლი აქვს მიღებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ზემოხსენებულ აუქციონში გამარჯვებულს, სახელმწიფო კონტრაქტის პირობების თანახმად, მოუწევს რეზიდენციაში არსებული ხალიჩების წმენდა და ყვავილების მორწყვა, ხოლო წელიწადში ოთხჯერ – შენობის ფასადის რეცხვა.

აღსანიშნავია, რომ, დამკვეთის მოთხოვნით, რეზიდენციაში კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებისთვის შერჩეული პერსონალის ასაკი არ უნდა იყოს 18 წელზე დაბლა და 40 წელზე მაღლა.
კონკურსის შედეგები 17 დეკემბერს გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ