fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

სასამართლომ ალექსის კუგია გაამართლა: ევი ვატიდუ მას 92,000 ევროს გადაუხდის

ყოფილი ცოლი მას ქონებიდან წილს სთხოვდა, თუმცა, სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ევი ვატიდუს ალექსის კუგიასთვის 92, 000 ევროს გადახდა თავად მოუწევს.

12 წლის შემდეგ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევი ვატიდუს ყოფილი მეუღლის ქონების შეძენაში არანაირი წვლილი არ შეუტანია. გამომდინარე აქედან ის ქონებიდან მოთხოვნილ ერთ მესამედს ვერ მიიღებს.

როგორც გაზეთი იტყობინება, განხეთქილების მიზეზი გახდა კუგიას სახლი ვულიაღმენში, კოტეჯი მიკონოსსა და არახოვაში, კერძო ოფისები ვასილისის სოფიას გამზირზე და სასტუმრო, რომელიც ათენის ცენტრში მდებარეობს. ამ ყველაფრის ღირებულება კი 50 მილიონი ევროა.

ევი ვატიდუს თქმით კი, რომელიც ყოფილი მოდელია, კუგიამ საკუთარი იმიჯი და კარიერა სწორედ მისი წყალობით გაიკეთა, რადგან თავად საზოგადოებაში ცნობილი პირია.

“მე მორალური ზიანისა და დისკომფორტისთვის 92, 000 ევროს მივიღებ,” ამბობს ადვოკატი.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ