fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საქველმოქმედო აქცია ათენში – თქვენ მიიღებთ მონაწილეობას?

2017 წლის 14 მაისს,15:00 საათზე ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ “კავკასიაში” გაიმართება საქველმოქმედო აქცია ქუთაისელი ხელოვანის, ვარლამ (ვალერი) ფესტვენიძის დასახმარებლად, რომელსაც ესაჭიროება გულზე სასწრაფო, სასიცოცხლო მნიშვნელობის ოპერაცია.

საქველმოქმედო აქცია იგეგმება შემდეგი ფორმით:
~ იშვიათი წიგნების აუქციონი; ასევე, ხელნაკეთი ნივთებისა და სამკაულების გამოფენა-გაყიდვა;
~ პოეზიის საღამო.

მონაწილეობენ:
გურამ გიორგაძე,
ნესი რობაქიძე,
თეონა ზალიკიანი,
სოფია კაკაჩია,
ნინო მარგველაშვილი,
ბექა აზრუმელაშვილი და სხვ.

ასევე წარმოდგენილი იქნება ხელოვან ვალერი ფესტვენიძის პიესა “გზაჯვარედინი”, რომლის პრეზენტაციაც ცოტა ხნის წინ, ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. თეატრში გაიმართა.

მონაწილეობა: 3 ევრო, რომელშიც შედის მოსაწვევი ბარათი, სასმელი (ყავა, ჩაი, გამაგრილებელი, ან „სანგრია“ – ასარჩევად).

მისამართი: პატისიონის (28 ოქტომბრის) ქ. 81, “ვიქტორიის მოედანი”, განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასია”

☎: 6992355777, 2107211226, 6999640412, 6979184318

საინფორმაციო მხარდაჭერა: www.georgians.gr და www.diasporanews.gr

ლაშა ბუღაძე რუსთავი ორში

ყველა ერთისათვის!
ერთად ყველაფერი შეგვიძლია!
მიიღეთ მონაწიწილეობა და კიდევ ერთი სიცოცხლე გადავარჩინოთ ერთიანი ძალებით!