fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გადასცა

7.07.2017 თბილისი – ​საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა დიმიტრიოს კარაბალისმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს  მიხეილ ჯანელიძეს. 

ცერემონიის დასრულების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ ძალიან კარგ პოლიტიკურ ურთიერთობებს და არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომ პერსპექტივებს. კმაყოფილებით აღინიშნა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის ფარგლებში ქვეყნებს შორის მეტად დატვირთული დღის წესრიგი. ყურადღება გამახვილდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნიკოს კოძიასის საქართველოში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ათენში გამართული ვიზიტების მნიშვნელობაზე და მაღალი დონის შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებების შემდგომ იმპლემენტაციაზე.

საუბარი, ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებას.  საბერძნეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ისევე, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების მიმართ ოფიციალური ათენის ურყევი მხარდაჭერა.

შეხვედრის დასასრულს, მიხეილ ჯანელიძემ წარმატება უსურვა დიმიტრიოს კარაბალისს მის მომავალ საქმიანობაში. თავის მხრივ, საბერძნეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

onalem

ტესტ