fbpx
საზოგადოება

“საქართველოში გავიზარდე, საბერძნეთმა კი ბევრი რამ მომცა”- თამთა ევროვიზია 2019-ზე საუბრობს

“Έλα Χαμογέλα”-ს ჟურნალისტებმა თამთასთან ინტერვიუ ჩაწერეს, როდესაც მას ჯგუფ “melisses”-თან ერთად ათენის ერთ-ერთ ცნობილ კლუბში პრემიერა ჰქონდა. მან პირველად ისაუბრა საჯაროდ ევროვიზია 2019-თან დაკავშირებით.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, აპირებს თუ არა წარადგინოს კვიპროსი აღნიშნულ საერთაშორისო კონკურსზე ირაელში, რაზეც მან უპასუხა:

“ფაქტობრივად, ΡΙΚ-მა ჩემს წარმომადგენლებთან კონსულტაცია უკვე გაიარა და სავარაუდო ვარიანტებს შორის, ჩემი სახელიც არის. ჩემი აზრი ის არის, რასაც ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ.

მოვუსმინე სიმღერას და ძალიან მომეწონა, ჩემთვის დიდი პატივი იქნება რომელიმე ქვეყნის წარდგენა. იქნება ეს კვიპროსი, საქართველო თუ საბერძნეთი. ერთში გავიზარდე, მეორისგან მხარდაჭერა ვიგრძენი, მესამემ კი ბევრი რამ მომცა! თუმცა, საბერძნეთისგან შემოთავაზება არ არის,” ამბობს თამთა.

onalem

ტესტ