fbpx
საქართველო

საქართველოს ზამთრის კურორტები ორ მსოფლიო არხზე (ვიდეო)

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლს  Euronews-ის 400 მილიონიანი აუდიტორია ეცნობა. ზამთრის ტურისტული კამპანიის ფარგლებში ვიდეორგოლი  Euronews-ის მაყურებელს  საქართველოს ზამთრის კურორტებს,  ტურისტულ ადგილებს და ქვეყნის  კულტურას აცნობს“, — აღნიშმულია ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზში.

სარეკლამო კამპანია  Euronews-ზე 27 ნოემბერს დაიწყო  და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.

პარალელურად, საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ რეკლამას ავრცელებს  BBC.  საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება ტელეკომპანია  BBC World News-მა დაიწყო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი საქართველოს ზამთრის კურორტების, ტურისტული მიმართულებების და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.

საქართველოს შესახებ რეკლამა BBC-ის ისეთ ცნობილ გადაცემებში გავა, როგორიცაა: The Travel Show, Business Briefing, World Business Report, BBC Business Live, Talking Business, Global, Outside Source.

 

onalem

ტესტ