საქართველოს ხუთი მოქალაქე საბერძნეთის პოლიციის ხელში!

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს ხუთი მოქალაქე.

ათენში, აგიუ ანარგირუსა და ექსარხიას ტერიტორიაზე საბერძნეთის პოლიციამ სპეციალური ოპერაცია ჩატაარა. შედეგად ოფიცრებმა აიყვანეს ქართველებისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება და მათი ლიდერი.

მათ ბრალად ედებათ ქურდობები, რომლებიც ჩაიდინეს ათენსა და მის გარეუბნებში.

იმისათვის, რომ პოლიციის მიერ მათი იდენტიფიცირება არ მომხდარიყო, გადაადგილებისთვის იყენებდნენ სხვადასხვა მანქანებს.

სახლების უმეტესობიდან გატანილია თანხა, ძვირფასეულობა, საათები და სხვადასხვა ტექნიკა.

გარდა ამისა, ისინი გარეული არიან ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებში.

დამნაშავეები ძარცვის პროცესში ფიზიკურად ძალადობდნენ მათზე, ვინც სახლში დახვდებოდათ და აიძულებდნენ ეთქვათ, სად ჰქონდათ თანხა შენახული.

ხუთი ქართველი ათენის პროკურატურაშია გადაყვანილი.

 

melano

ტესტ