fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საბერძნეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დიმიტრიოს კარაბალისთან.

ელჩმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში შემდგომი წარმატებები უსურვა.

შეხვედრის ფარგლებში, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებული ურთიერთობები და მაღალი დონის ვიზიტების მზარდი დინამიკა, რაც გამოიხატება როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ხშირი კონტაქტებით. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების არსებულ პოტენციალზე და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ბიზნეს-ფორუმების გამართვის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ტურიზმის სფეროში საბერძნეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე. აღინიშნა რეგულარული პირდაპირი ავიარეისების მნიშვნელობა, რაც დადებითად აისახა როგორც ტურისტული ნაკადების ზრდაზე, ასევე ხალხთა შორის არსებული კონტაქტების გაღრმავებაზე.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს დიასპორის საკითხებში ჩამოყალიბებულ წარმატებულ თანამშრომლობას, რაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის გათვალისწინებით.

საუბრისას ასევე განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის თემატიკა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.

დიმიტრის კარაბალისმა დაადასტურა საბერძნეთის მხარის მზაობა, უმასპინძლონ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ათენში.

onalem

ტესტ