საქართველოს საელჩოს რეაგირება ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის

დღეს საბერძნეთის საინფორმაციო გამოშვებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობდნენ ქურდობის ფაქტში, ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს საელჩოს საბერძნეთში და მივიღეთ ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც: ANA (Athens News Agency) ანუ ათენის საინფორმაციო სააგენტომ პირველმა გაავცრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

საქართველოს ელჩმა პირადად მოთხოვა სააგენტოს, რათა შეასწოროს მცდარი ფაქტები და საზოგადოებას მიაწოდოს განმარტება დაშვებულ უზუსტობასთან დაკავშირებით. საელჩო უმოკლეს ვადებში მოელის სააგენტოს რეაქციას!