fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაბერძნეთისაზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა ათენში პირველი ქართველი პაციენტი მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა ათენში პირველი ქართველი პაციენტი მოინახულა, რომელიც ონკოლოგიურ ცენტრში უფასო მკურნალობას გადის

საბერძნეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ათენში, ონკოლოგიურ კლინიკას „ელპიდა“ ეწვია და პირველი, ქართველი მოზარდი მოინახულა, რომელიც ცენტრში უფასო მკურნალობას გადის.
საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ გოგონას, რომელსაც ამჟამად წინასაოპერაციო მომზადება უტარდება, სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა. პრეზიდენტს მხარდაჭერისა და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა ონკოლოგიური ცენტრის მფლობელმა მარინა ვარდინოაინმა, რომელმაც გიორგი მარგველაშვილს სოლიდარობის ჯილდო გადასცა. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქველმოქმედო ფონდისა და ონკოლოგიური ცენტრის დირექტორს იმ ღვაწლს, რომელიც მას წლების განმავლობაში მოზარდების სიცოცხლის გადარჩენის საქმეში შეაქვს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო ამაყია, რომ შეუერთდა საქველმოქმედო ასოციაციას და მადლობა გადაუხადა “სოლიდარობის ფონდსაც” ასეთ ღირსეულ პარტნიორთან თანამშრომლობისთვის.
ერთი მხრივ, სოლიდარობის ფონდს, მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს და მეორე მხრივ, მარიანა ვარდინოსიანის ფონდს და მის კლინიკა „ელპიდას“ შორის, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ერთი წლის წინ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სამი დღის წინ კი, ათენში პირველი ქართველი პაციენტი ჩამოვიდა, რომელიც ონკოლოგიურ კლინიკაში უფასო მკურნალობას გაივლის.

onalem

ტესტ