fbpx
საქართველო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს მამუკა ბახტაძე დაიკავებს

ცნობილი ხდება, რომ მმართველი გუნდი პრემიერ მინისტრის პოსტზე არჩევანს მამუკა ბახტაძეზე აკეთებს. სწპრედ ბახტაძე წარადგენს ახალ სამთავრობო გუნდს.

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, მის შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილებოდა- ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამა ცქიტიშვილი და შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია, თუმცა დიდი ალბათობით “ქართულმა ოცნებამ” არჩევანი მამუკა ბახტაძეზე გააკეთა.

უცნობია ძველი მინისტრებიდან ვინ შეინარჩუნებს თანამდებობებს, თუმცა “პირველი რადიოს” ინფორმაციით, ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნებიან თეა წულუკიანი, დიმიტრი ქუმსიშვილი, მიხეილ გიორგაძე, მიხეილ ჯანელიძე და სოზარ სუბარი.

მამუკა ბახტაძე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2017 წლის 13 ნოემბრიდან. მინისტრად დანიშვნამდე იყო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი 2013 წლის აპრილიდან – 2017 წლის 13 ნოემბრამდე. 2010 წლიდან 2012 წლამდე იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი. მამუკა ბახტაძე აგრეთვე „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელია.

მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის განხრით. მაგისტრის ხარისხი მიიღო ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია. მამუკა ბახტაძე არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

onalem

ტესტ