fbpx
საბერძნეთისაქართველო

საქართველოს ნაკრებმა კრეტაზე მორიგი გამარჯვება იზეიმა

კრეტაზე მიმდინარე ევროპის გუნდური ჩემპიონატის მეექვეს ტური წარმატებული  გამოდგა ქართული გუნდებისათვის, ორივემ მნიშვნელოვანი გამარჯვება იზემა.

ქალებმა  ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, ტრადიციულად ძლიერი უკრაინის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით – 2,5 : 1,5  და  მყარად ინარჩუნებენ მეორე  ადგილს

საქართველო   2,5 : 1,5  უკრაინა

ნანა ძაგნიძე   (2520)   ½:½  ანა მუზიჩუკი (2576)

ნინო ბაციაშვილი  (2472) 1 : 0 ნატალია ჟუკოვა (2426)

ბელა ხოტენაშვილი (2459) ½:½ ანა უშენინა (2445)

ლელა ჯავახიშვილი (2438) ½:½ ინა გაპონენკო (2433).

მომდევნო ტურში მათი  მოწინააღმდეგე ესპანეთის გუნდი იქნება.

 

დამაჯერებლად დაამარცხეს ქართველმა ვაჟებმა იტალიის ძლიერი გუნდი ანგარიშით 3-1  და შემდეგ ტურში თურქეთის გუნდს დაუპირისპირდებიან.

საქართველო    3 : 1   იტალია

ბაადურ ჯობავა (2705) 1 : 0 საბინო ბრუნელო (2555)

ლევან ფანცულაია (2586) 1 :  0 დანიილ დვირნი (2542) 

დავით ჯოჯუა      (2591)   ½ : ½  მიშელ გოდენა (2498)

ლუკა პაიჭაძე       (2580)   ½ : ½   ლუკა მორონი  (2506)

შემდეგ ტურში მათი მეტოქე იტალიის ნაკრები იქნება.

onalem

ტესტ