fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

2017 წლის 21 მაისს, საქართველოს საელჩო მონაწილეობას მიიღებს ქ. ათენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა მეუღლეების ორგანიზაციის „LAASA“ (Lady Ambassadors and Ambassadors’ Spouses Association) მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაში „საერთაშორისო კულინარიული ფესტივალი 2017“. აღნიშნულ ფესტივალზე საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ, წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ქართული კერძები და ღვინო. ფესტივალის ფარგლებში, ადგილობრივი ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი შეასრულებს ფოლკლორულ ცეკვებს. ღონისძიებიდან მიღებული შემოსავალი გადაირიცხება საქველმოქმედო ორგანიზაცია “PNOE”-ში, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ეხმარება.

ინფორმაციისათვის: ღონისძიების ორგანიზატორების მიერ დადგენილია ღონისძიებაზე დასწრების სიმბოლური საფასური 5 ევროს ოდენობით. ხოლო 12 წლამდე ბავშვებს, შესაძლებლობა ექნებათ, უფასოდ დაესწრონ ღონისძიებას.

onalem

ტესტ