საქართველოს მოქალაქე ჩანთაში მჯდომი ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას

მესაზღვრეებმა სარფის საბაჟოზე, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის ჩემოდანში ახალგაზრდა ქალი აღმოაჩინეს, რომელიც ამ გზით ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას. ჩემოდანში ნაპოვნი ქალიც საქართველოს მოქალაქეა.

თურქული მედიის ცნობით, ის 22 წლის არის და თურქეთში შესვლა აკრძალული ჰქონდა. მესაზღვრეებმა ბარგი მას შემდეგ გაჩხრიკეს, რაც ერთერთ ქალს, შეამჩნიეს, რომ ძალიან მძიმე ბარგი მიჰქონდა. ორივე ქალი დაკავებულია.

melano

ტესტ